ხერსონის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას ხუთი უკრაინელი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ტყვეობიდან 5 უკრაინელი გაათავისუფლა.ერთ-ერთი მათგანი მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მიერ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული სპეცოპერაციისას გაათავისუფლეს უკრაინის ხუთი მოქალაქე, რომლებიც რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იყვნენ ”, – ნათქვამია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაში19 ივლისს პუტინი და ერდოღანი თეირანში შეხვდებიან – პესკოვი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, დამოუკიდებლად გადააადგილება არ შეუძლია, მაგრამ სულიერად მხნედ არის – მანჯგალაძე