მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, დამოუკიდებლად გადააადგილება არ შეუძლია, მაგრამ სულიერად მხნედ არის – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადააადგილება არ შეუძლია და აღნიშნა, რომ სულიერად მხნედ არის.

„ერთი საათი ვისაუბრეთ მე და მიხეილ სააკაშვილმა, წვეთოვანი ედგა. ჩემი ვიზუალური დაკვირვებით, ექიმი არ ვარ, ადამიანი არის სუსტად და დამოუკიდებლად გადააადგილება არ შეუძლია, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შინაგანად, სულიერად არის მხნედ. ძალიან დარწმუნებულია და სჯერა უკრაინის გამარჯვების, ასევე სჯერა, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს.

რაც შეეხება გადაყვანას, როგორც პირადი ექიმები, ადვოკატები გვეუბნებიან, იმ დიაგნოზით გამომდინარე, რომელიც მას აქვს დასმული, საქართველოში შესაბამისი, ადეკვატური სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად მიწოდება არის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ არის დაყენებული საკითხი, გადაიყვანონ უცხოეთში. რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ, რადგან 21-ე საუკუნეში არ შეიძლება, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში ან თუნდაც საავადმყოფოში გარდაიცვალოს იმის გამო, რომ ადეკვატურ სამედიცინო სერვისს ვერ ვუწევთ. პოლიტიკურ თემებზე არ გვისაუბრია, ევროპაში ინტეგრაციასა და უკრაინის საკითხებზე ისაუბრა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხერსონის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას ხუთი უკრაინელი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა – ჯაფარიძე