ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკემ რიჟვაძემ განაცხადა.

ის მოუწოდებს ყველა მგზავრს, ვინც ამ მარშრუტით ისარგებლა, შესაბამის ცენტრებს მიმართონ და კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ, რომელიც უფასოა.

“ჩვენ გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში, საუბარია N7 ე.წ. ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო, ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშრუტო ხაზთან, ყველამ მიმართოს კონკრეტულ წერტილებს”, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ინტენსიურად იტესტებიან და ერთ-ერთი ასეთი გატესტვის დროს მძღოლს დაუდასტურდა ვირუსი. მისივე ცნობით, 2 კვირის წინ მძღოლის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – მოვუწოდებ მოქალაქეებს, ვინც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე ბრუნდება, მიმართონ თვითიზოლაციას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, დაიწყება ქართლიდან