ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეული სასამართლო და მცდელობა გავლენის ქვეშ მოაქციოს მედია და ეკლესია – შავგულიძე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორს საპარლლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომლებიც შეხვედრის ფარგლებში იქნა განხილული:

„მე ვისაუბრე სწორედ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ, ეს არის უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ხელისუფლების სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, პროკურატურაზე, უშიშროების სისტემაზე, ასევე სრული კონტროლი აქვს ხელისუფლებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, ყურადღება გავამახვილე ზელისუფლების მხრიდან მედიის დაუოკებელ კონტროლზე, მათ შორის საზოაგდოებაში არსებულ საფუძვლიან ეჭვზე, რომ ხელისუფელება ცდილობს თავისი გავლენა გაავრცელოს ისეთ ინსტიტუტზე როგორიცაა მართლმადიდებელი ეკლესია და ამის ეჭის საფუძველს იძლევა ის გაუმჭვირვალე პროცესი რომელიც მიმდინარეოსბ მამა გიორგის მიმართა, თანმდევი პროცესი საპატრიარქოში და ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს რომ კონტროლირებადი გამოძიეის და სასამართლოს გზით ცდილობს ყველაფრის გაკონტროლებას. ბატონი ვიცე-პრეზიდენტი მეტად ყურადღებით ისმენდა ამას და აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მისთვის“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშისაუბარი იყო შიდა დემოკრატიაზე-დავით ბაქრაძე პენსთან შეხვედრის შემდეგ
შემდეგი სტატია“Georgia First და America next, ამაზე შევჯერდით” – დავით უსუფაშვილი მაიკ პენსისთან შეხვედრაზე