“Georgia First და America next, ამაზე შევჯერდით” – დავით უსუფაშვილი მაიკ პენსისთან შეხვედრაზე

მაიკლ პენსთან შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი განცხადებით მთავარი გზავნილი მაიკ პენსის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.

„ყველა საკითხს შევეხეთ, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, მე შევთავაზე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე, მათი მხრიდან თუ არის America First და Georgia next, ჩვენი მხრიდან იქნება Georgia First და America next. ამაზე შევჯერდით, ეს ნიშნავს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების აუცილებლობაზე, რის გარეშეც ვერ შევძლებთ იმ როლის შესრულებას, რასაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები ხედავს ჩვენში. ეს არის სწორი და კარგი ქვეყნის, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვისაც. ყურადღება გამახვილდა შიდა დემოკრატიული პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებზე, ჩვენ ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს კონსოლიდაციის არჩევნები და შემდგომი დაყოფის არჩევნები, ამისთვის აუცილებელია შეჯერება კონსტიტუციურ საკითხებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეული სასამართლო და მცდელობა გავლენის ქვეშ მოაქციოს მედია და ეკლესია – შავგულიძე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიამაიკ პენსთან გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილზე – ნიკა მელია