საუბარი იყო შიდა დემოკრატიაზე-დავით ბაქრაძე პენსთან შეხვედრის შემდეგ

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორს საპარლლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს თემა და რუსთავი 2-ის საკითხიც:

„ჩვენი საუბრის დასაწყისიც და ძირითადი თემაც უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას, ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

ჩვენთვის ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები, იმიტომ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების პერსპექტივისთვის, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმ ნაბიჯად, რომელიც გრძელვადიანად დაიცავს საქართველოს, ამიტომ ამ თვალსაზრისით ვიცე-პრეზიდენტის მარშუტიც კი სიმბოლური იყო, ის აქ ჩამოვიდა ესტონეთიდან, ქვეყნიდან, რომელიც ასევე იდგა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე და რომელიც დღეს არის წარმატებული ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ნატო-ში გაწევრიანებამ შეუქმნა მას უსაფრთხოების და განვითარების გარანტია, აქედან მიდის მონტენეგროში, ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელშეწყობით და მონაწილეობით იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყანაში, რომელმაც ასევე საკუთარი უსაფრთხოება მოძებნა ნატოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ აბსოლუტურად მკაფიო იყო პოზიცია, რომ ის გააგრძელევს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას და გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრეთ შიდა დემოკრატიაზე, შიდა დემოკრატია არ არის საქართველოს შიდა საკითხი, რადგან დემოკრატია ეს გახლავთ საუკეთესო რეცეპტი საქართველოს წარმატებისთვის, საქართველო შევა ნატო-ში და გახდება მისი წევრი მაშინ, როდესაც ის იქნება დემოკრატიული. მაშინ, როდესაც საქართველოს გვერდით დაუდგება შეერთებული შტატები, მაშინ, როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული, საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა როდესაც ის იქნება დემოკრატიული, ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, მათ შორის რუსთავი 2-ის საკითხი, სასამართლოს თემა, ოპოზიციის დევნა, დაუსჯელი ძალადობა ქვეყანაში, საკონსტიტუციო რეფორმა, არაფორმალური მმართველობა, ამ საკითხების მთელი ჩამონათვალი ეხება არა მხოლოდ შიდა ქართულ პოლიტიკას, არამედ პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალ პერსპექტივას, როგორი ქვეყანა ვიქნებით და სად იქნება საქართველოს ადგილი, ამ საკითხთან მიმართებითაც ვფიქრობ იყო სრული გაგება.

ორმაგად მნიშვნელოვანი იყოს ეს შეხვედრა, პირველი ის, რომ ცალკე შეხვდა ოპოზიციას ვიცეპრეზიდენტი, რაც არის პირდაპირი სიგნალი, რომ ოპოზიცია არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ქართული ოცნება, ამ ქვეყნის პოლიტიკას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და ეს იყოს სწორედ ჯანსაღი სიგნალი, რომელიც მივიღეთ ვიცე-პრეზიდენტისგან.

მეორე და განსაკუთრებით კარგი იყო ის, რომ ეს შეხვედრა შედგა ოფიციალურ შეხვედრებამდე. ვიცე-პრეზიდენტმა ჯერ მოისმინა ჩვენი პოზიცია, ჰქონდა მსჯელობა ჩვენთან და ამის შემდეგ ვფიქრობ, ის უკეთ მომზადებული შეძლებს საუბარს ყველა ამ თემაზე ოფიციალურ შეხვედრებზე. საქართველოს სჭირდება ჩვენი პარტნიორებისგან გულახდილობა, მათ შორის მეგობრული კრიტიკა, მათ შორის მეტის მოთხოვნა, ეს არის ნაწილი იმის, როგორ უნდა გახდეს საქართველოს უკეთესი “, – განაცხადა დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი – საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია, პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ
შემდეგი სტატიახელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეული სასამართლო და მცდელობა გავლენის ქვეშ მოაქციოს მედია და ეკლესია – შავგულიძე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე