ხელისუფლებამ უნდა მოგვისმინოს

„ხელისუფლებამ უნდა მოგვისმინოს,“ – ეს განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააკეთა. ის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეთა მსვლელობას შეუერთა.

„ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის ძალიან გულწრფელი საზოგადოების პროტესტი და როდესაც საზოგადოებას არ უსმენ, ყოველთვის ასეთი რეაქცია ხდება, ამიტომ, მათ უნდა დაგველაპარაკონ და იფიქრონ, როგორ შეასრულებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ,“ – განაცხადა გიგაურმა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად დრო 14:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები პემანენტულ ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება.

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. სამართალდამცავები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება – სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში
შემდეგი სტატიამაია ნადირიაძე: მიაწექით, უკან არ დაიხიოთ!