ყელგამოჭრილი ქართული ნაგაზი – შინაურ ცხოველს სოფელ უჯარმის გამგებელი და დეპუტატი გაუსწორდნენ

ყელგამოჭრილი ქართული ნაგაზის ფოტოები ადგილობრივებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. შინაურ ცხოველს სოფელ უჯარმის გამგებელი და დეპუტატი გაუსწორდნენ.

ძაღლის პატრონი შინაური ცხოველის მკვლელობაში სოფელ უჯარმის დეპუტატსა და სოფლის გამგებელს ადანაშაულებს. მარტოხელა მოხუცის განცხადებით, მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ყელგამოჭრილი ძაღლი კი მან ჭაში ჩაგდებული დილით იპოვა.

თვითმხილველების მტკიცებით ძაღლი უშუალოდ მინდია ჯეირანაშვილმა მოკლა.

ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ სოფელ უჯარმის დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი.

ამ დროისთვის ერთადერთი, ვინც პოლიციამ დაკითხა თავად ნაგაზის პატრონია.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა: აშშ-ის სპეცსამსახურები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან
შემდეგი სტატიაამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება