დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით , ამაღამ 24:00-დან 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, სუპერმარკეტ “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
ადგილზე იმუშავებს 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე მუშახელი. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს “სინათლის ქალაქი” ახორციელებს.