ბარაკ ობამა: აშშ-ის სპეცსამსახურები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან

„მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა ვთხოვე ჩემს მრჩეველებს ასეთი ვარიანტი განიხილონ–ბარაკ ობამა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ, ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ სანერვიულო არ აქვთ, რადგან ქვეყნის სპეცსაპსახურები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზადყოფნაში არიან.
მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურს არავითარი სარწმუნო ცნობა არ მიუღიათ, რომ პარიზის საზარელი 13 ნოემბერი აშშ-ში განმეორდეს.

„ჩვენ ყველა წინასწარ ზომას ვიღებთ, რათა ჩვენს სამშობლოში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები მზადყოფნაში არიან“ – განცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამას თქმით, ამერიკა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების დასამარცხებლად ბოლომდე იბრძოლებს , მნიშვნელობა არ აქვს სადაც არ უნდა დაიმალონ ისინი.

მისი თქმით, 9/11-ის ტრაგედიამ აშშ-ს საგანგებო ზომებისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება ასწავლა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა შესაძლო ძალისხმევა და უსაფრთხოების პროცედურების მონიტორინგი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: აქციზზე გადასახადის გაზრდა იმის შედეგია, რომ სახეზეა ეკონომიკის ჩამოშლა
შემდეგი სტატიაყელგამოჭრილი ქართული ნაგაზი – შინაურ ცხოველს სოფელ უჯარმის გამგებელი და დეპუტატი გაუსწორდნენ