“ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების დაკითხვა გრძელდება

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომელს კითხავენ, რომელბიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. დიდი დიღმის პოლიციაში იმყოფებიან პროკურორებიც.

„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები სამართალდამცავებს დიდი დიღმის პოლიციაში დასაკითხად გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ დაბარებული.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს