“ნაციონალური მოძრაობა” დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილთან ოჯახებს უსამძიმრებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა დიდ დიღომში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას ემსხვერპლა ჩვენი თანამოქალაქეები.

დაშავებულ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ” – აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების დაკითხვა გრძელდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება