საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

საქართველოს დიპლომატიური მისიები თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო სოციალურ ქსელებში მწუხარებას გამოთქვამენ.

„17 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილების გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა არის გარდაცვლილთა ოჯახებთან და მეგობრებთან, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია დოჰაში საქართველოს საელჩოს მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის შენობაზეც.

„დღეს, 2019 წლის 17 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში მდებარე საქართველის საელჩოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით. 16 იანვარს, თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ბავშვი, რის გამოც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გამოცხადებულია ეროვნული გლოვის დღედ, ხოლო საქართველოს ყველა სახელმწიფო/ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, დაშვებულია საქართველოს ეროვნული დროშა“, – ნათქვამია სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა მისიამ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ავსტრალიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.

banner
წინა სტატიაშილინას ლინკევიჩუსი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების დაკითხვა გრძელდება