ყაზახეთში საპროტესტო აქციის გამო მედიასა და სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდეს

9 მაისს დილიდან, ყაზახეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მედიის ვებ გვერდები და სოციალური ქსელები მიუწვდომელი იყო – ყაზახეთის “რადიო თავისუფლების” რედაქციამ გაავრცელა. ასევე, არ იხსნება ყაზახეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს გვერდი. დაბლოკილია Telegram-ი, Facebook-ი, Youtube და Instagram-ი – “დოიჩე ველე” წერს.

მთავრობის მსგავსი მოქმედებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში აკრძალული საზოგადოებრივი მოძრაობა “ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნები” 9 მაისს ალმატიში, სურ-სულთანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციას გეგმავდა. აქციები მთავრობის მიერ მხარდაჭერილი “უკვდავების მარშის” პარალელურად უნდა გამართულიყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივისტები მაინც გავიდნენ ქუჩაში. ბევრი მათგანი პოლიციამ დააკავა.

banner
წინა სტატიაშირუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარომის პაპმა მღვდელთმსახურები დაავალდებულა სექსუალური ძალადობის ფაქტები არ დამალონ