რომის პაპმა მღვდელთმსახურები დაავალდებულა სექსუალური ძალადობის ფაქტები არ დამალონ

რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდელთმსახურები დაავალდებულა არ დაფარონ სექსუალური ძალადობის ფაქტები – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც 9 მაისს გამოქვეყნდა. ამავე დროს, განკარგულება ძალაში 1 ივნისიდან შედის და მთავრობისთვის ფაქტის შეტყობინების ვალდებულებას არ შეიცავს – წერს “დოიჩე ველე”.

იანვრის ბოლოს დიდი რეზონანსი მოყვა ავსტრიელი მღვდლის ჰერმან ჰეისლერის გადაყენებას, რომელიც აღსარების დროს აგრესიულად ძალადობდა გერმანელ მონაზონზე დორის ვაგნერზე. ადრე ვაგნერმა ვატიკანს აცნობა სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების ფაქტებზე, რომელიც მისი რვაწლიანი მსახურების პერიოდში მასზე განხორციელებულა.

მარტში ლიონის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ფილიპ ბარბარენი დამნაშავედ ცნეს მღვდლის მიერ ერთ-ერთ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის დამალვის ფაქტზე და მას ექვსი თვით პირობითი სასჯელი მიესაჯა.

იმავე თვეს ვატიკანის სამდივნოს ეკონომიკური საკითხების ყოფილ პრეფექტს ჯორჯ პელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 1996-1997 წლებში ორი არასრულწლოვანის გაუპატიურების გამო – მაშინ ის მელბურნის ეპისკოპოსის თანაშემწე იყო.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში საპროტესტო აქციის გამო მედიასა და სოციალურ ქსელებზე წვდომა შეზღუდეს
შემდეგი სტატიარუსეთში “უკვდავი პოლკის” მარშში 10 მილიონი რუსი მონაწილეობდა