ყაზახეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას მოკლულია ოთხი ადამიანი

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი სამართალდამცველი და ერთი მშვიოდბიანი მცხოვრები. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია შვიდი პოლიციელი.

ალმათიში უცნობი პირების პოლიციის განყოფილებას და ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის დეპარტამნეტს დაესხნენ თავს. სპცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ერთი სავარაუდო თავდამსხმელი დაააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა. ქალაქში გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ყაზახეთის შეიარაღებული ძალები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება
შემდეგი სტატია2800 ბინის მშენებლობა აჭარაში – ლევან ვარშალომიძემ მოსახლეობასთან დაპირების ხელშეკრულება გააფორმა