2800 ბინის მშენებლობა აჭარაში – ლევან ვარშალომიძემ მოსახლეობასთან დაპირების ხელშეკრულება გააფორმა

აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ დღეს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ, ბარაკებში მცხოვრებ და უსახლკარო მოქალაქეებთან ხელშეკრულება გააფორმა.
ვარშალომიძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში 2017-2020 წლებში სოციალური სახლების პროგრამის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 4 წლის განმავლობაში 40 საცხოვრებელი კორპუსისა და 2800 ბინის მშენებლობას ითვალისწინებს.

ვარშალომიძის განცხადებით, მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. პროექტი 120 მილიონო ლარის ღირებულებისაა.

„ამ კონკრეტული ხელშეკრულებით ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ 2016 წლის 9 ოქტომბრიდან ჩვენ ვიწყებთ სოციალური სახლების პროექტს. 40 კორპუსში 2 800 ოჯახი მიიღებს ბინას”, – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აშენებული ორი კორპუსის მოსახლეობისთვის ბინების გადანაწილება ვერ შეძლო, რის გამოც ე.წ ბენზეს კორპუსებში 40 ბინა ამ დრომდე თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმისას მოკლულია ოთხი ადამიანი
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: მთელ მსოფლიოში უკვე სცენიდან გადის ერთი პროფესიის ცნება