ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ქვეყანაში ანბანს ცვლის

ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომატ ტოკაევმა ყაზახეთის ლათინულ დამწერლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. “ანბანის არჩევა – ეს მხოლოდ წერის შაბლონის არჩევაა. დღეს ყაზახეთი დროს არ ჩამორჩება, მეზობელმა ქვეყნებმაც ლათინური ანბანი აირჩიეს. მსოფლიოში ინფორმაციის 90% ლათინური დამწერლობით ქვეყნდება. როგორც ცნობილია, ვინც ინფორმაციას ფლობს, იმასთან ვითარდება მეცნიერება და ტექნოლოგია. ყაზახური ენის ლათუნურზე გადასვლა – სულიერი მოდერნიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია” – განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ახალ ანბანზე გადასვლა ეტაპობრივად განხორციელდება.
2017 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარვაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, 2025 წლამდე ქვეყანაში ანბანის შეცვლასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიალჟირის პრეზიდენტი გადადგა
შემდეგი სტატიახუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს