ალჟირის პრეზიდენტი გადადგა

ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკი მასობრივი პროტესტის ფონზე გადადგა – Reuters-ი წერს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მოვლენის აღსანიშნავად. “ეს ნაბიჯი გადავდგი იმიტომ, რომ ბოლო მოვუღო დავებს” – 82 წლის სახელმწიფო მდივანმა თავის ოფიციალურ განცახდებაში თქვა.

ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები თებერვალში დაიწყო. ქუჩაში, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ გამოსული. აბდელაზიზ ბუტეფლიკი ქვეყანას 20 წლის მანძილზე მართავდა. მან 2013 წელს ინსულტი გადაიტანა, ამიტომ, ხალხში იშვიათად ჩნდებოდა.

banner
წინა სტატიაში“ქალი დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში” – გლდანში საცხოვრებელი ბინა გაძარცვეს
შემდეგი სტატიაყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ქვეყანაში ანბანს ცვლის