“ხაშოგის საქმე” – საუდელი პროკურორები ეჭვმიტანილების სიკვდილით დასჯას ითხოვენ

საუდის არაბეთის პროკურატურა “ხაშოგის საქმეში” 11 ეჭვმიტანილიდან ხუთის სიკვდილით დასჯას ითხოვს. სასამართლო პროცესის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება – ამის შესახებ”ბიბისი” წერს.
შეგახსენებთ,ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს, სადაც ის დოკუმენტების ასაღებად მივიდა.

თავდაპირველად საუდის ხელისუფლება ყველანაირ კავშირს უარყოფდა მომხდართან, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ ხაშოგი მართლაც მოკლეს საკონსულოში, თუმცა, მანამდე ამბობდნენ, რომ ის შემთხვევით მოკვდა.
რამდენიმე დღის წინ თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში კარგად ჩანს, რომ საუდის არაბეთის შენობიდან პარკებით გააქვთ ხაშოგის დანაწევრებული სხეული – როგორც ამას მანამდე თურქეთის მთავრობა ირწმუნებოდა.

ოფიციალური თურქეთის მტკიცებით, მკვლელობის უკან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი დგას, რომელიც ხშირად ხდებოდა ჯამალ ხაშოგის კრიტიკის საგანი “ვაშინგტონ პოსტში”.

აშშ-ს სენატმა დეკემბრის თვეში რეზოლუცია მიიღო, სადაც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაგმო. საუდის არაბეთმა დოკუმენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.

banner
წინა სტატიაში,,გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი – გუნდურობა”
შემდეგი სტატიაჩინური კოსმოსური ზონდი მთვარის მეორე მხარეს წარმატებით დაჯდა