ჩინური კოსმოსური ზონდი მთვარის მეორე მხარეს წარმატებით დაჯდა

მთვარის გამოკვლევებში ახალი გვერდი გაიხსნა: ჩინური კოსმოსური ზონდი “ჩანე-4” მთვარის უკანა მხარეს წარმატებით დაჯდა.
როგორც ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,პეკინის დროით 10.26 წუთზე აპარატი მზის სისტემაში ყველაზე დიდ კრატერს სამხრეთ პოლუსის აუზზე – ეიტკენს შეეხო. ზონდმა მთვარეზე აღჭურვილობა ჩაიტანა, რომლის დახმარებითაც ექსპერიმენტები და კვლევები დაიწყება – ჩინეთის მთვარის პროგრამის მთავარმა კონსტრუქტორმა უ ვაიჟენმა განაცხადა – წერს “ბიბისი”.
რადგანაც ზონდთან პირდაპირი კავშირი შეუძლებელია, ყველა გამოსახულება და მონაცემები თავდაპირველად თანამგზავრ-რეტრანსლატორს გადაეცემა და შემდეგ მოდის დედამიწაზე.
“ჩანე-4” მთვარისა და კოსმოსის შესასწავლი ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურია. ჩინეთი აშშ-სა და რუსეთის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი კოსმოსური ქვეყანაა. ჩინეთმა 2003 წელს საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს შემდეგ მესამემ გაუშვა ადამიანი მთვარეზე.

banner
წინა სტატიაში“ხაშოგის საქმე” – საუდელი პროკურორები ეჭვმიტანილების სიკვდილით დასჯას ითხოვენ
შემდეგი სტატიაApple-ი პოზიციებს კარგავს, აქციები უფასურდება