ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა მტრის დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა ააფეთქეს

ხარკოვის რაიონში, სადაზვერვო ოპერაციების დროს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა ააფეთქეს – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების ერთობლივი მოქმედებების შედეგად, რუსების დანაკარგებმა შეადგინა:

T-90 ტანკი – განადგურებულია
ტანკი T-80BVM – განადგურებულია
MTLB – განადგურდა
MTLB – დაზიანებულია
უწყების ცნობით, იერიშს რუსი ოკუპანტების სიცოცხლეც ემსხვერპლა და პერსონალს შორის დანაკარგები ზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარის თქმას წლის ბოლომდე გეგმავს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება