ევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარის თქმას წლის ბოლომდე გეგმავს

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარის თქმას წლის ბოლომდე გეგმავს. შესაბამის გეგმაზე ევროკომისია მუშაობს.

როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რუსული „შავ ოქროს“ იმპორტის ეტაპობრივი შეჩერება უზრუნველყოფს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ ზომებს მხარს დაუჭერს გერმანიაც. ასეთი მიდგომა ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე შეფერხებებს გამორიცხავს.

მანამდე ბერლინში განაცხადეს, რომ მზად არიან განიხილონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი და მხარი დაუჭირონ ამ შეზღუდვას.

როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირი აპირებს გარკვეული შეღავათი გაუკეთოს უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ნავთობზე.

უნგრეთში განმარტეს, რომ მათი შეშფოთების მიზეზი არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურია.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, რომელშიც გაწერილი იქნება რუსული ნავთობზე ემბარგოს დაწესების გეგმა, სავარაუდოდ 3 მაისს გაასაჯაროებენ.

ახალ პაკეტში გაფართოვდება ე.წ. შავი სიაც, რომელშიც უფრო მეტი ინდივიდუალური პირი და რუსული ბანკები, მათ შორის „სბერბანკიც“ შევა.

წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გერმანიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა
შემდეგი სტატიახარკოვის რეგიონში უკრაინელებმა მტრის დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა ააფეთქეს