“ყანაში ვართ თუ სასამართლოში?” – “ლეიბორისტების” სარჩელის განხილვა ხმაურით დასრულდა

“ყანაში ვართ თუ სასამართლოში?” – “ლეიბორისტების” სარჩელის განხილვა ხმაურით დასრულდა
დღეს, 11:58 136

საქალაქო სასამართლოში დენის ტარიფთან დაკავშირებით “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელის განხილვა ხმაურით დასრულდა. ერთსაათიანი პროცესის შემდეგ, მოსამართლემ სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოუსმინა და შუამდგომლობის დაყენების საშუალებაც არ მისცა, რასაც “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მოსამართლემ ჩანიშნა მომდევნო სხდომა და ამის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.

„სად წავიდა მოსამართლე? ყანაში ვართ თუ სასამართლოში?”- აღნიშნა გიორგი გუგავამ სასამართლო დარბაზში, როდესაც მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დატოვა.

“ლეიბორისტები” საქალაქო სასამართლოში “სემეკის” 2015 წლის დადგენილების გადახედვას და დენის 11 თეთრიან ტარიფამდე გაიაფებას საქალაქო სასამართლოში 2 წელია, ითხოვენ.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
შემდეგი სტატია“მმართველი გუნდის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეპუტაცია შეირყეს – ეკა გიგაური