ყაჩაღობა სამეგრელოში- შუახნის ქალბატონი მისივე ახლობელმა სასტიკად აწამა

policia

ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში ყაჩაღური თავადასხმა მოხდა. გვიან ღამით, სამი ნიღბიანი მამაკაცი მადონა ხვინგიას ძვირფასეულობისა და თანხის გამოძალვის მიზნით ნახევარი საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა.

“თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით,  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მადონა ხვინგიას თურქეთში მყოფმა შვილმა ვალის გადასახდელად სოლიდური თანხა გამოუგზავნა. ასევე ერთ-ერთი თავადმსხმელისთვის, რომელიც ხვიტიების ახლობელი აღმოჩნდა ცნობილი იყო რომ ქალბატონი სახლში დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულებს ინახავდა.

მადონა ხვინგიას კივილის ხმა, მისმა მეზობელმა შენიშნა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დააკავეს. დაკავებულები ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

დაშავებულ ქალბატონს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რაც შეეხება ნაქურდალს, ის პოლიციამ ამოიღო.

 

 

 

banner
წინა სტატიაშისოფელ ნაკიფუში მგლების შემოსევაა- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშოთაძე ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს