შოთაძე ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის თქმით, ის, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეზე შედეგი არ დადგა საწყის ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებების დროს დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა.
როგორც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შოთაძემ განაცხადა, საჭირო იყო შემთხვევის ადგილიდან დნმ-ის კვალის აღება და ქვევრის ექსპერტიზა, სადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს.

„პირადად მე ამ გამოძიებასთან შეხება არ მქონია. გავეცანი სისხლის სამართლის საქმეს. ესეთი კატეგორიის საქმეების გამოძიება არ არის მარტივი. ბევრი რამე დამოკიდებულია საწყის ეტაპზე გატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. საქმის გაცნობით თვალში რაც მომხვდა არის ის არაკვალიფიციურობა, როგორც ჩატარებულია პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები. იქ ფაქტიურად შესაძლებელი იყო დნმ-ის კვალის აღება, ეს არ არის განხორციელებული. ასევე აუცილებელი იყო ქვევრის დათვალიერება, სადაც აღმოჩენილი იყო გვამი. იქიდან ამოღებულ საგენებზე ექსპერტიზა ჩატარებული არ არის. ესეთი კატეგორიის დანაშაულზე მნიშვენლოვანია, თუ როგორ წარიმართება საგამოძიებო მოქმედებები საწყის ეტაპზე. ამან უნდა განაპირობოს საქმის გახსნა. ეს პრობლემატურს ხდის რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი შედეგის დაყენებას. საწყის ეტაპზე არ მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება, რაც საქმის წარმატებულობას განაპირობებდა. შესაბამისად, საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ საქმე დასრულებული არ არის და არ არის დადგენილი, თუ რა მოხდა“,- აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა სამეგრელოში- შუახნის ქალბატონი მისივე ახლობელმა სასტიკად აწამა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი : უწყებიდან ისეთი პასუხები მომდის, შეიძლება გამოუშვა სახალისო გაზეთი