სოფელ ნაკიფუში მგლების შემოსევაა- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში დღეს დილით 9 საათისთვის მგლების შემოსევა იყო. როგორც ადგილობრივებმა “თაიმერს” განუცხადეს, გარეულმა ცხოველმა 7 ოჯახის მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა და შეჭამა. მათივე ინფორმაციით შეჭმულია დაახლოებით 15 ძროხა.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის მანძილზე მგლებმა დაახლოებით 40 სული პირუტყვი გაიტაცეს.

“თაიმერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, მონადირეთა კავშირის წევრების მობილიზება მიმდინარეობს და რამდენიმე წუთში მტაცებლების გადანდგურების პროცესი დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მიიღებს
შემდეგი სტატიაყაჩაღობა სამეგრელოში- შუახნის ქალბატონი მისივე ახლობელმა სასტიკად აწამა