კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ხვალ ჩატარდება

ოფიციალური მადრიდის აკრძალვის მიუხედავად, კატალონია დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმისთვის ემზადება. გამოკითხვა რეგიონში ხვალ ჩატარდება.

მანამდე კი, ბარსელონაში რეფერენდუმის მხარდასაჭერად ბოლო მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ადგილობრივ მოსახლეობას კატალონიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მათ ისტორიის შეცვლისკენ მოუწოდა.

რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება. მინისტრთა კაბინეტის პრეს-სპიკერის განცხადებით, კატალონიაში ხვალ გამოკითხვა არ ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის რაიონის ოფისი გაქურდეს
შემდეგი სტატიააშშ-მ ქურთისტანზე განცხადება გააკეთა