”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის რაიონის ოფისი გაქურდეს

”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის რაიონის ოფისი დაარბიეს და გაქურდეს. როგორც  პარტიის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა რეზო სულუხიამ განაცხადა, წაღებულია ორი კომპიუტერი და ერთი პრინტერის აპარატი.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ოფისში ყველაფერი დამტვრეულია, მათ შორის ჭურჭელი.
სულუხია იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები ფაქტს გამოიძიებენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაკატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ხვალ ჩატარდება