კასპის ორი სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის ოთხი სკოლის მოსწავლე და ერთი პედაგოგია. 11 შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ახალქალაქისა და იგოეთის საჯარო სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციაში 617 პირი იმყოფება. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, შიდა ქართლში კორონავირუსის 138 შემთხვევაა გამოვლენილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს