იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოთხი წლის ვადით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.

ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 13 ხმა მიიღო. თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეირჩა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა.

banner
წინა სტატიაში„გილოცავთ! აიზილეთ, გადაიზილეთ და ლოღნეთ ერთმანეთი“ – სტეფანე კოვიდინფიცირების 919 შემთხვევაზე
შემდეგი სტატიაკასპის ორი სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა