გიორგი გახარია : უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლი – 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკასპის ორი სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატია“ლელოს” ინიციატივა – ქვეითთა უსაფრთხოების მიზნით ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან გაიზარდოს 70 ლარამდე