კარლოს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს

კატალონიის რეგიონალური ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს პუჩდემონი გერმანიაში დააკავეს -ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა. მასზე ესპანეთს საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კვირას, 25 მარტს, პუჩდემონი ავტობანზე, დანიის დატოვების შემდეგ დააკავეს. ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსი ფინეთიდან ბელგიაში მიდიოდა.
პოლიციელები დაკავებისას კორექტულები იყვნენ – დაწერა ადვოკატმა “ტვიტერ” ბლოგზე. კატალონიელი სეპარატისტების ლიდერი მიმდინარე მომენტში პოლიციის სამმართველოშია. მას, სავარაუდოდ, ესპანეთს გადასცემენ.
პუჩდემონზე ესპანეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გადატრიალების მცდელობის, სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მუხლებით.

banner
წინა სტატიაშისკრიპალის საქმის გამო უკრაინამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიატერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მეომრები სირიის სამთავრობო არმიას თავს მოულოდნელად დაესხნენ