კანადური ხოკეის ლეგენდა გორდი ჰოუ გარდაიცვალა

5კანადური ჰოკეის ლეგენდა, გორდი ჰოუ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ერთ-ერთი ლეგენდარული ჰოკეისტი, რომლის გატანილი გოლებიც მხოლოდ უეინ გრეცკიმ მოხსნა, მისი სპორტული კარიერის რეკორდი კი დღემდე უპრეცენდენტოა.
გორდი ჰოუმ პროფესიონალური კარიერა 1946 წელს დაიწყო გვერდითი თავდამსხმელის პოზიციით.
პირველივე წლებიდან ის გამოირჩეოდა როგორც ყველაზე წარმატებული და ყველაზე აგრესიული მოთამაშე. მის პატივსაცემად შეიქმნა ტერმინი “ჰეტ-ტრიკ გორდი ჰოუ” – ჰოკეისტის მიღწევა, რომელსაც პირველივე მატჩში შეუძლია ბურთის გატანა, ან საგოლე გადაცემის გაკეთება და მოედანზე ჩხუბის ატეხვა.
მან სულ 801 გოლი გაიტანა. ის დღემდე ერთადერთი ჰოკეისტია, რომელიც 50 წლის ასაკშიც თამაშობდა.
მას დღემდე “მისტერ ჰოკეის” ეძახიან.
“მისტერმ ჰოკეი გარდაიცვალა, ლამაზად და წუწუნის გარეშე” – დაწერა “ასოშეითედ პრესმა”.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის რაიონის სოფლები ლელიანი და ჭაბუკიანი სეტყვამ ასობით ჰექტარი ვენახი და მრავალწლიანი ნათესები გაანადგურა
შემდეგი სტატიაერდორანი მოჰამედ ალის დაკრძალვიდან სკანდალურად წავიდა