ერდორანი მოჰამედ ალის დაკრძალვიდან სკანდალურად წავიდა

ერდორანი მოჰამედ ალის დაკრძალვიდან სკანდალურად წავიდა

7თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდორანი აშშ-დან უთანხმოების გამო დაბრუნდა, რომელიც ლეგენდარული მოკრივის, მოჰამედ ალის დაკრძალვაზე მოხდა – Hurriyet Daily News-ი წერს.
ზოგიერთი მონაცემებთ, ერდორანს არ მოეწონა, რომ მას სპორტსმენის კუბოზე კააბას ნაწილის დადების უფლება არ მისცეს, სხვა წყაროები ამბობენ, რომ თურქეთის ლიდერს უფლება არ დართეს ყურანიდან ნაწყვეტები წაეკითხა, რამაც ის გააბრაზა და საერთოდ არ მივიდა ალის დასაფლავებაზე.
თავის მხრივ, დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზატორებმა, ერდორანი გამომსვლელების სიიდან ამოიღეს და განაცხადეს, რომ დროებითი შეზღუდვა აქვთ. გარდა ამისა, ერდოღანის დაცვასა და საიდუმლო სამსახურებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა – სავარაუდოდ, საიდუმლო სამსახურის თანამშროემლს ერდორანის დაცვის ადგილის დაკავება უნდოდა.
მოჰამედ ალი 3 ივნისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვის ცერემინია დღეს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკანადური ხოკეის ლეგენდა გორდი ჰოუ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს