კანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს

კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

“მინდა გაცნობოთ, რომ კომპანია Roshel-ის მიერ წარმოებულ 8 ჯავშანმანქანას კანადა უკრაინას გადასცემს. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მათ რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით”. – წერს ანიტა ანანდი.

თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებას კვლავაც განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა
შემდეგი სტატიაევტუშენკოვი სამხედრო კრიმინალია, რაც ივანიშვილის სანქცირების კიდევ ერთი საფუძველია – “დროას” ბრიფინგი