ევტუშენკოვი სამხედრო კრიმინალია, რაც ივანიშვილის სანქცირების კიდევ ერთი საფუძველია – “დროას” ბრიფინგი

პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიფინგზე რამდენიმე ფაქტი წარადგინა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ევტუშენკოვი სამხედრო დანაშაულების მონაწილეა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის სხვა სამხედრო ოპერაციებშიც.

მისივე თქმით, ეს პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც ევტუშენკოვის ახლო პარტნიორია – “რაც არის კიდევ ერთი საფუძველი მისი სანქცირების”.

“მინდა ჩამოვთვალო ოთხი ფაქტი მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ის იყო აბსოლუტურად ყველა სამხედრო დანაშაულის მონაწილე პუტინის სამხედრო ოპერაციების დროს, ეს იყო სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას”, – თქვა ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ევტუშენკოვი იყო უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის მეგობარი, გადასცა მას ბინა და მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის.

“მის მმართველობაშია მსოფლიო ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგბმულობის კომპანია, რომელიც აწარმოებს სამხედრო კავშირგაბულმობის აღჭურვილობას.

მესამე, ის არის შოუგუს ბიზნეს პრტნიორი, შოიგუს შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას, რომელშიც ევტუშენკოვს ჩადებული აქვს მილიარდ ნახევარი რუბლი, რაც ჩვენ მოვიძიეთ. ის შევიდა მმართველობაში შოიგუს კომპანიის, რომელიც იმართება შოიგუს შვილის მიერ.

მეოთხე, ევტუშენკოვის კომპანია აწარმოებს დრონებს, ორიონებს, რომელიც კონკრეტულად ახლა, ომის დროს, გამოიყენება უკრაინაში, ბომბავს ხალხს”, – თქვა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს
შემდეგი სტატიაავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდა