კანადა საარჩევნოდ უკრაინას 25 მილიონ ევროს გამოუყოფს

კანადა უკრაინას გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად, იმისათვის, რომ გარედან ჩარევა არ მოხდეს, 25 მილიონ ევროს გამოუყოფს – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხრისტია ფრილანდმა მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინული ლანჩის დროს განაცხადა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 31 მარტს გაიმართება, კანადიდან 100 დამკვირვებელი ჩავა.

“უკრაინაში ბევრი გულგატეხილია რეფორმების გამო, ასეთი ბევრი მეგობარი მყავს. ამიტომ, უკრაინელებმა სამართლიანი არჩევნები უნდა მიიღონ, რომ საკუთარი და ქვეყნის მომავალი განსაზღვრონ” – განაცხადა  კანადელმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ლოკომოტივმა წალენჯიხელი ხვიჩა კვარაცხელია მიიწვია
შემდეგი სტატიააფხაზეთში ნადგურდება მოქვის ტაძარი