კანადა რუსეთს ჭორის გავრცელებაში სდებს ბრალს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხრისტია ფრილანდმა მოსკოვს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი იმის შესახებ, თითქოს მისი ბაბუა მიხაილ ხომიაკი, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა – დღეს The Washington Post-ი წერს.
პუბლიკაციაში მითითებულია, რომ დეზინფორმაცია პრორუსულმა ვებ გვერდებმა გაავრცელეს მას შემდეგ, რაც ფრილანდი მინისტრად დაინიშნა.
როგორც The Washington Post-ი წერს, ოტავაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის კირილ კალინინის აზრით, რომელმაც შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა, რუსეთის მთავრობა ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ ნაციზმი და მისი მიმდევრები უნდა განისაჯონ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური სადაზვერვო ბიურო: Wikileaks-ი მტრებს ეხმარება
შემდეგი სტატიარაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა