ცენტრალური სადაზვერვო ბიურო: Wikileaks-ი მტრებს ეხმარება

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ საიტს Wikileaks-ს ბრალი დასდო იმაში, რომ მისი პუბლიკაცია, სადაც, ავტორების თქმით, ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის ინსტრუმენტებზეა საუბარი, ამერიკელების უსაფრთხებას აყენებს საშიშროების ქვეშ.
“ამერიკული საზოგადოება Wikileaks-ის ნებისმიერი პუბლიკაციით ძლიერ შეშფოთებული უნდა იყოს, რომელიც იქითკენ არის მიმართული, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახურებს ზიანი მიაყენოს და ამით ამერიკელების უსაფრთხოება საშიშროების ქვეშ დააყენოს” – ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს თავმჯდომარემ ხეზენ ფრიც ხორნიაკმა განაცხადა.
მას არ დაუდასტურებია ან უარუყვია “ვიკილიქსში” გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობა.

შეგახსენებთ, რომ საიტმა Wikileaks-ი ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, პუბლიკაციის ავტორების თქმით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ჰაკერულ ხრიკებს ააშკარავებს. აღნიშნულ დოკუმენტებში, საუბარია კომპიუტერებისა და სმარტფონების ვირუსებზე, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც “ჭკვიან” ტელევიზორებს მოსასმენ აპატარად იყენებს.

დოკუმენტების მიხედვით, კიბერიარაღების არსენალში, რომელიც თითქოსდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გააჩნია, არის ვირუსები, რომელთაც Windows-ის, Android-ის, iOS-ის, OSX-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემების და ასევე, ინტერნეტ-როუტერების დავირუსება შეუძლიათ.
აღნიშნულის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, სტატიის ავტორების თქმით, აშშ-შია შემუშავებული, თუმცა, ამერიკელებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური მი-5 დაეხმარა Samsung-ის ტელევიზორებში ქსელის შექმნასა და შეღწევაში.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ტერორისტების მფარველობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიაკანადა რუსეთს ჭორის გავრცელებაში სდებს ბრალს