კალიფორნიაში ხანძრის დროს დაკარგულების რიცხვმა 600-სს გადააჭარბა

631 ადამიანი ითვლება დაკარგულად ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრის შედეგად. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. გარდაცვლილია 66 ადამიანი. დაიწვა 12 ათასი შენობა. ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი შაბათს ჩაფრინდება კალიფორნიაში, რომ დაზარალებულებს შეხვდეს.

ცეცხლის ჩაქრობაში 9,4 ათასი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი რვა დღის წინ დაიწყო და სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარის გამო.
ჯერ-ჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. რამდენიმე ადამიანი თვლის, რომ ამის მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზებია – მათ ენერგოკომპანიას სასამართლოში უჩივლეს – წერს “ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშიპრაღაში პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიათეთრი სახლი ერდორანის “პირადი მტრის” შესაძლო ექსტრადაციის საკითხს განიხილავს