პრაღაში პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტექტო აქცია გაიმართა პრაღაში ჩეხეთის პრემიერის ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ . აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომას შეძახილებით “გადადგეს;გადადგეს” ითხოვდნენ.

ადგილობრივების პროტესტი მედიაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გამოიწვია, სადაც საუბარია ევროკავშირის მიერ გაცემული სუბსიდიების პრემიერის მიერ, სავარაუდოდ, ბოროტად გამოყენებაზე.
მანამდე ბაბიშის 35 წლის შვილმა განაცხადა, რომ ის ჩეხეთიდან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ძალით წაიყვანეს, რომ მისთვის მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცათ.

ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ეს განცხადება უარყო და განმარტა, რომ მისი ვაჟიშვილი ფსიქოლოგიურად ავადმყოფია.
ანდრეი ბაბიში ეჭვმიტანილია იმაში, რომ ევროკავშირისგან მოტყუებით მიიღო 1,6 მილიონი ევროს სუბსიდია საკუთარი კურორტის “წეროს ბუდესთვის”, რომელიც პრაღის სამხრეთით მდებარეობს. პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს – წერს “დოიჩე ველე”

banner
წინა სტატიაშისემეკ-მა მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
შემდეგი სტატიაკალიფორნიაში ხანძრის დროს დაკარგულების რიცხვმა 600-სს გადააჭარბა