კახა გოგოხია: მე ვიქნები თქვენი ხმა წალენჯიხის საკრებულოში

“ახლოვდება 2 ოქტომბერი დღე რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ბედი.დღე რომელმაც უნდა გაუნათოს გზა ჩვენს შვილებს უკეთესი მომავლისკენ.მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას.ჩემი არჩევის შემთხვევაში მე როგორც ერთ ერთი რიგითი ჯარისკაცი საქართველოს გაერთიანებისთვის ვიბრძოდი ვიბრძვი და ვიბრძოლებ მომავალშიც რათა ჩვენს განადგურებულ სოფელს ფახულან წყოუშს და მის მოსახლეობას თავის დახრის და ხელისჩამოშვების საშუალება არ მივცე.მე ვიქნები თქვენი ხმა წალენჯიხის საკრებულოში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენი დავალებით და დახმარებით.ერთად შევცვლით ჩვენს გაუბედურებულ ცხოვრებას უკეთესობისკენ.არ არის კარგი საკუთარ თავზე საუბარი მაგრამ გეტყვით.ვარ პასუხისმგებლიანი და ემოციური ადამიანი და ვიცი რომ თქვენ ყველა მიცნობთ.არ დავტოვებ არც ერთს ოჯახს უყურადღებოდ და ყველას დაგიდგებით გვერდით.მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი სიტყვების.
მეგობრებო სიღარიბეც გამომიცდია და გაჭირვებაც მაგრამ პატიოსანი შრომით და ხელის არ ჩამოშვებით მოვედი აქამდე და ზუსტად ასე ვაპირებ ჩვენი მომავალი შევცვალოთ უკეთესობისკენ.ამიტომ მხარი დავუჭიროთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შემოვხაზოთ 5”-წერს სოფელ ფახულანის მაჟიორიტარობის კანდიდატი კახა გოგოხია.

გიორგი ხარჩილავა:საოკუპაციო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს,ჩვენს აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს,ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების-კრემლის სხვადასხვა ქვედანაყოფები მართავენ.მათთან ბრძოლა პატრიოტთა ხვედრია.

 

https://youtu.be/CKNy11R1NaM

 

“ფაქტები და ფაქტები ერთხელ კიდევ.საიდან მოდის ეროვნულობის ფესვები ამ დიდებული პატრიოტი ვაჟკაცის სოფელ ფახულანის მაჟიორიტარობის კანდიდატის კახა გოგოხიას სამშობლოს სიყვარული.როგორც ამ ფოტოდან ირკვევა სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი გაეშურა სამშობლოს ერთიანობის დასაცავად.თან გამიხარდა თან ვიტირე ეს პირტიტველა ბიჭი ტყვიას უშვერდა თავს მხოლოდ იმ მოტივით ის სამშობლოს სჭირდებოდა.დღესაც იგი სამშობლოს სჭირდება როგორც მაშინ ის დღესაც სიცოცხლის ფასად იმეორებს იმ ნაბიჯს რომელიც სამშობლოს სიყვარულმა გადაადგმევინა.აბა თქვენ იცით ფახულანელებო ასეთი შემართების ადამიანი მარტო ფახულანს კი არა კუთხეს და სამშობლოს სჭირდება.ასეთი ისტორიული პატრიოტები ცოტანი არიან”-წერს დემურ ფიფია.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდება პროექტი: „ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა“
შემდეგი სტატიასკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა