მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდება პროექტი: „ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა“

“SlovakAid – Official Development Assistance of the Slovak Republic-ის ფინანსური დახმარებითა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდება პროექტი: „ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა“.
პროექტი ითვალისწინებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლების (მასწავლებლები, აღმზრდელები) გადამზადებას, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებას, მშობლების პედაგოგიზაციას, მათთვის შეხვედრების და ფსიქოლოგიურ-საგანმანათლებლო სემინარების ორგანიზებას, მარტვილის No.2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, დამატებით ერთი ოთახის აღჭურვა-მოწყობას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სლოვაკი ფსიქოლოგების მიერ გადამზადებული მასწავლებლები იმუშავებენ”-წერს აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი ალექსანდრე მოწერელია.

წინა სტატიაშისაქართველოს რამდენიმე რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა
შემდეგი სტატიაკახა გოგოხია: მე ვიქნები თქვენი ხმა წალენჯიხის საკრებულოში