სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდმა სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.

რეაბილიტირებულ სკვერს თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილეებთან ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანთან, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი კარგი პროექტი, სკუდიერის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. მანამდე აქ ცუდი მდგომარეობა იყო. ტერიტორიაზე დაახლოებით, 600-მდე სახეობის ხე-მცენარე დაირგო, დამონტაჟდა განათების ქსელები, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, მხატვრებისთვის განთავსდა სავაჭრო სტენდები, სადაც შეძლებენ საქმიანობის გაგრძელდებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1 700 000 ლარი შეადგინა, რესტავრირდა და მოპირკეთდა საყრდენი კედელი, მოეწყო მწვანე თარგები და სარწყავი ქსელი, დამონტაჟდა დეკორატიული სანათები, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების სისტემა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე, ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იმყოფებოდნენ.

წინა სტატიაშიკახა გოგოხია: მე ვიქნები თქვენი ხმა წალენჯიხის საკრებულოში
შემდეგი სტატიაგიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება