პან გი მუნმა მთიან ყარაბაღში მხარეებს საომერი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიცვან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პან გი მუნი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის შესახებ მიღებული ინფორმაციით, რომლითაც მთიან ყარაბაღში „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მასშტაბური დარღვევა“ დასტურდება.
„გენერალური მდივანი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს შეიარაღებული მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ და სიტუაციის დეესკალაციისაკენ გადადგან ნაბიჯები“ – ნათქვამია დოკუმენტში.
აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის მთიან ყარაბაღში შაბათ დილით გამწვავდა სიტუაცია. უკანასკნელი მონაცემებით, ორივე მხარიდან დაღუპულები ათობით არიან – „ბიბისი“ წერს.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია დატოვა
შემდეგი სტატიაკადიროვი: თურქეთს და სხვებს რუსეთისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ