კადიროვი: “ჩვენ მას გავაგზავნით მოუსავლეთში”

კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდება

“ეს რუსი ჩეჩენია. მას თავი მოკვეთეს და ეს უკვე დამტკიცებულია. ის, რომ აღნიშნული პიროვნება ის ვიღაცაზე მუშაობდა, ამისი მე არ მჯერა, უბრალოდ, მას აღიარებინეს… ჩეჩნები მას იცნობენ, ახსოვთ და ამას ასე არ დატოვებენ. ის, ვინც ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე მოკლა, არ უნდა დარჩეს ცოცხლებში… ჩვენ მას გავაგზავნით მოუსავლეთში, მივცემთ იქითა ქვეყნის ბილეთს” – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, დღეს ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსეთის მოქალაქე, ევროვნებით ჩეჩენს როგორ კვეთენ თავს.
ვიდეოში ჩეჩენი ამბობს, რომ ის სპეციალურმა სამსახურებმა გამოაგზავნეს რუსეთიდან, რომ დაედგინა ისლამისტების შესახებ ინფორმაცია.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ს გენერალურმა მდივანმა დაურეკა და მომხდარის შესახებ მწუხერება გამოთქვა.
რუს სამართალდამცველებს აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: შშმ პირთა უფლებების დაცვა ყველა ჩვენგანის ამოცანაა
შემდეგი სტატიაბრიტანულმა თვითმფრინავებმა ისლამურ სახელმწიფოს პირველი ავიადარტყმები მიაყენეს