ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ისლამურ სახელმწიფოს პირველი ავიადარტყმები მიაყენეს

ბრიტანული გამანადგურებლები Tornado კვიპროსის ავიაბაზიდან მას შემდეგ გაფრინდნენ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა სირიაში ისლამური სახელომწიფოს დაჯგუფებაზე ავიადარტყმების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.
გაფრენიდან სამ საათში სამივე Tornado ბაზაზე დაბრუნდა.
ბრიტანეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღო. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ კენჭისყრაზე 397 კანონმდებელმა დადებითად უპასუხა 223-ის წინააღმდეგ. კენჭისყრა ათსაათიანი დებატების შემდეგ გაიმართა.
ბრიტანეთი ერაყში 2014 წლის 24 სექტემბრიდან ანხორციელებს ოპერაციას “შეიდერი”.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: “ჩვენ მას გავაგზავნით მოუსავლეთში”
შემდეგი სტატიაღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება