ჯონსონი – ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ უნდა უბიძგონ რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, ცუდი შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება.

ჯონსონის მტკიცებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდამჭერთა შორის წინა ხაზზეა.

მისი თქმით, მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომლის მიხედვითაც პუტინის გაუმართლებელი აგრესია მისთვის სასურველი სცენარით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „შარქ თენქ საქართველოს“ შარქებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა – ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს