ზელენსკი – უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა – ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლის მზაობა უკრაინელების ხასიათის თვისებაა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა, არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას, თუმცა მათ ეს აჩვენეს.

„უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა. ჩვენ არ დავნებდით რუსეთს. ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძლიერებით მეორე ჯარად ითვლებოდა მსოფლიოში. არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას. მაგრამ ეს მასშტაბი არის და ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა – მზაობა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჯონსონი – ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა